суббота, 6 июня 2009 г.

მ ღ ვ ი მ ე ე ბ ი

    ერთნაირად მიმზიდველია საქართველოს მთასა და ბარში უხვადგაბნეული ბუნების არაორგანული ძეგლები. ისინი შთამბეჭდავნი არიან თავიანთი გრანდიოზულობითა და სილამაზით, მათ ასევე გააჩნიათ გარკვეული ესთეტიკური და სამეცნიერო ღირებულება. ბუნებამ ზოგიერთი მათგანი წლობით აქანდაკა. საოცარ სანახაობას ქმნის კაცხის დიდებული სვეტი, ბოდორნის კლდის კოშკი და ჭერმის კლდეები, საირმის მეწყერი, მდინარის ვიწრო კანიონები და ვებერთელა ლოდები, კლდეებიდან გადმომდინარე ჩანჩქერები და მოქანავე ქვაქანცალიას თერთმეტტონიანი ლოდი და სხვა.

,,ის რას საქართველოში შეუქმნია ბუნების დიდ მხატვარს, ის რაც უნიკალურ ძეგლად არის განხორციელებული, განუმეორებელია და შემოქმედს არ ძალუძს მათი მსგავსის ხელახლა შექმნა“ - რუმინელი პოეტის ვიქტორ კერნბახის ამ სიტყვებში, გადმოცემულია ყველა მნახველის აზრი.

     ,,ახალი ათონის“ მღვიმეთა ახლოს სხვა მღვიმეების გვხვდება. მაგალითად ივერიისა და ანუხვის მღვიმე. ეს უკანასკნელი შემკულია ძველი ქართული ასომთავრულიწარწერებით. მღვიმის ძირში ნაპოვნია ე.წ. ხის ,,აკვანი“, რომელიც თავისებური ,,ლიფტის“ ფუნქციას ასრილებდა ხალხის აყვანა-ჩამოყვანაში.
  მღვიმეში მრავლადაა სხვადასხვა ფერის (რძისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი) სტალაგმიტები და სტალაქტიდები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავთ მნახველები.
  ხოლო ,,ივერიის“ მღვიმე სადაც აღმოაჩინეს უძველესი ღუმელი, რომელიც ერთადერთი შავიზღვისპირა კავკასიურ სანაპიროზე. ეს მღვიმეც მდიდარია სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და გაქვავებული ჩანჩქერებით. ეს მღვიმეც აღმოაჩინეს 1961 წ. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ . 1975 წლიდან კი იგი ხელმისაწვდომი გახდა ტურისტებისათვისაც. ამზამად მღვიმე კეთილმოწყობილია-კარგად განათებული, უზრუნველყოფილია ბეტონის გზებით, ესტაკატებითა და ხიდებით. ივერიის მთაში გაზდილია რამდენიმე ასეული მეტრი სიგრძის სატრანსპორტო გვირაბი, სადაც მოძრაობს სპეციალური ელექტრომავლები.
  აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე გვხვდება ამრსკილის მღვიმე, რომელიც მდებარეობს მდ. მოქვის აუზში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში. წარმოქმნილია ნეოგენურიასაკის კირქვეებში. მღვიმის შასასვლელი დაშორებულია ლოფ. ოტაფის 1,5კმ მანძილზე, რომელიც მდებარეობს ზ.დ. 260მ-ზე მღვიმიდან გამოედინება მდაჩყითიზგო, რომელიც ერთვის მდინარე ოტაფს და მდინარე მოაქვს მარჯვენა შენაკადს.
  აბრსკილის მღვიმე 2კმ სიგრძის მიწისქვეშა ხეობაა. აქ რამდენიმე ვრცელი დარბაზია, დარბაზის სიმაღლე კი 40 მეტრამდეა. დარბაზში სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სვეტების, ფარდების და კირქვული ნაღვენთების მრავალი სხვა ფორმაა. სიმალაზით ცნობილი დარბაზებია: ,,ფარდებიანი დარბაზი“, ,,მეანდრის დარბაზი“, ,,აბრსკილის დარბაზი“.
,,აბრსკილის დარბაზი“ სადაც გადმოცემით ვეება სტალაქტიტზე ლეგენდარული აბრსკილი იყო მიჯაჭვული. 
  ხოლო ,,ფადებიან დარბაზში“ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი (დიამეტრი 3მ) სვეტი.
  გვირაბის სიღრმეში მრავალი განშტოებაა. გვირაბისა და ამ განშტოებათა საერთო სიგრძე 3კმ-მდეა. ზოგ დარბაზში დალექილია თიხის შრეები. შესასვლელიდან 360მ. მანძილზე კი ნაპოვნია მღვიმის დათვის ძვლები, მ.შ. თავის ქალა.
  ეს მღვიმე ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი კარსტული მღვიმეა მთელ საქართველოშჰი, ასევე კარსტული მღვიმეა ნავენახევის მღვიმე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონში სოფელ ნავენახის ტერიტორიაზე ზ.დ. 235მ-ზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. შესასვლელის სიმაღლეა 0.6მ, ხოლო სიგანე 2მ, ძაბრისებრი შესასვლელით.ქვაბული ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმალე 115 მეტრია.
თანამედროვე ეტაპზე მღვიმის წინა ნაწილში შიენიშნება დროებითიღვარების ძლიერი გავლენა. მღვიმური ჯამური სიგძე 200მ-ს აღწევს. გვხვდება ნგრევის უხვი მასალა თიხის ნაფენები განშტობებაში კარგად არის შემონახული ნაწვეთ-ნაღვენი წარმონაქმნები. მღვიმე კეთილმოწყობილია და ხელმისაწვდომი დამთვალიერებლებისათვის.
  სათაფლია-მღვიმე ქუთაისის მახლობლად, მდინარეების რიონისა და ცვენისწყლის წყალგამყოფი ნაკრძალის ტერიტორიაზე. საქართველოს კარსტულ მღვიმეთა შორის სათაფლია პირველად იქნა კეთილმოწყობილი და მასობრივი ტურიზმისათვის ხელმისაწვდომი. მღვიმის ახლოს მდებარეობს სპელეომუზეუმი.
  მღვიმე გამომუშავებულია მეზოზური ასაკის კირქვებში. იგი წარმოაგდენს დერეფნული ტიპის მღვიმეს, რომელსაც აქვს განშტოებები და დარბაზები. მღვიმე ოდესღაც დერეფნული ტიპის ყოფილა, მაგრამ შემდგომ მისი ქვემო ბოლო ნაშალი მასითამოვსებულა. მღვიმის კომპლექსის საერთო სიგრძე-900მ-ია, სიღრმე 10მ, ხოლო სიგანე 12მ. სათაფლიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სვეტებითა და ფარდებით. აქ გაედინება წყლის ნაკადი, რომელიც გამოსავალს პოულობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე, სათაფლიის მთასთან-ოდასკურეს ნუწოდებენ. იგი ქუთაისისდასავლეთ კიდეზე გაედინება მღვიმეში ჰაერისა და წყლის ტემპერატურა თითქმის თანაბარია (12-13გრადუსი ცელსიუსი)
  მღვიმე ცნობილია იმით, რომ აქ ნაპოვნია დინოზავრის ნაკვალევი (ზ.დ. 360მ სიმაღლეზე) თუმცა ისინი გიგანტი დინოზავრები არ ყოფილან. სიდიდით ჩამოუვარდებოდნენ იმ დროისთვის დედამიწის ზედაპირზე ფართოდ გავრცელბულ დინოზავრების აღსანიშნავია, რომ მათი ნაკვალევით ასე მდიდარი (200მდე) ადგილი ჯერ არსად არ არის მიკვლეული. მეცნიერებმა ამ დინოზავრებს ,,სათაფლიაზავრი“ ეწოდეს. რაც მახლობელ ტყეებში უამრავი ფუტკარი ბუდობდა. სათაფლიის მღვიმე შეიძლება გამოყენებული იქნას ბარნეოლოგიური მკურნალებისთვის.
  საქართველოში გვხვდება ასევე მღვიმური მრავალსართულიანი მღვიმეებიც. მაგალითად ცუცხათის მღვიმე იგი არის მღვიმური კომპლექსი , რომელი მდებარეობს ოკრიბა-არაგვეთის სერზე, მდ. შაბათალელის (ყვირილის აუზი) ორივე ნაპირზე, ტყიბულისსაკრებულოს ტერიტორიაზე ზ.დ. 250-350მ-დან (11-12 სართული) მღვიმურ კომპლექსს, რომლის საერთო ფართობია 389 ჰ. 1997 წლიდან ცუცხათის მღვიმე გამოცხადებულია სახელმწიფო ნაკრძალად. მრავალსართულიანობის მიხედვით, მას პირველი აგდგილი უკავია მსოფლიოში. იგი გამომუშავებულია პლეისტოცენის (მეოთვეულის დასაწყისი) ადრინდე; საფეხურზე-პალეოთიურ ხანაში. აქ დიდხანს უცხოვრია თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარს-ნეანდერტალელ ადმიანს უცხოვრია. 
  ამას ადასტურებს მღვიმეთა კომპლექსსში (ე.წ. ,,მიზონის“,,,ბრინჯაოს“, ,,ღამურების“, ,,მოაჯირიანი“ და ,,ზედა“ მღვიმეები და ,,ორმაგი“ ესი)აღმოჩენილი მუსტიეს, ენეოლით-ბრინჯაოს და ფეოდალური ხანის ნაშთებს ნეანდერტალელი ადამიანი ხანგრძლივად ცხოვრობდა ,,ბრინჯაოს“ მღვიმეში. იგი ვიწრო დერეფნის ტიპისაა. სიღრმე დაახლოებით 100მ-ია. 1974-78წ-ებში გაითხარა 24 კულტურული ფენა (საერთო სისქე 12მ) რომელთაგანაც 5 მუსტიეს ხანისაა. მათში მოპოვებულია 10 ათასზე მეტი ქვის ნივთი, რომლებშიც ასახულია ქვის გაპობის ტექნიკით იარაღის დამუშავებულა. აღსანიშნავია რომ მისტიეს III ფენაში ნეადერტალელი ადამიანის საძილე კბილია აღმოჩენილი.
  რაც შეეხება ე.წ. ,,ბიზონის“ მღვიმეს. (კულტ. ფენის სისქე 2მ-ზე მეტია) მასში აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს მღვიმური კულტურის ძეგლებისათვის დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმი, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულები და სახეხები, კაჟის ისრის პირები, ქვის სამკაულები, ხელსაფვავები და სხვა.
  ნეანდერტალელი ადმიანის საკულტო-სარიტუალო ძეგლია ე.წ. ,,ზედა მღვიმე“ რომელიც მდ. შაბათელელისმარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მღვიმის შესასვლელი სანახევროდ ამოქოლილი იყო კირქვის დიდი ნატეხებით. მღვიმის სიგრძე 320მ, სიგანე 310მ.
  მღვიმის ორივე კედელის გასწვრივ ჩამწკრივებული იყო ცხოველთა თავის ქალები,რომელთაც ქვედაყბა მოცლილი ჰქონდათ.მღვიმეში ალბათ ნადირობასთან დაკავშირებული რტუალი სრულდებოდა.მსგავსი ძეგლები ცნობილია იუგოსლავიაში,შვეიცარიაში,გერმანიაში და სხვა.

     ცუცხვათის მღვიმე,რომელიც ასევე განეკუთვნება მუსტიეს ხანის არქეოლოგიურ ძეგლს.მდებარეობს სოფ.ზოდის (ჭიათურა)ტერიტორიაზე.მდ.ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას.მდ.დონიდან 30-35 მ.სიმაღლეზე. მღვიმე კასტრული წარმოშობისაა. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. აქაც როგორც ცუცხვათის მღვიმეში აღმოჩენილია ლევუაზური და ფაცევირებული ქვის ინდუსტიური ნაწარმი (1528 ნივთი)ქვის დამუშავება ხდებოდა,როგორც მღვიმეში,ისევე მის გარეთ,კაჯის საბადოსთანაც. ჯრუჭულას მღვიმურ ნაფენში აღმოჩენილია ნეანდერტალელი ადამიანის კბილი.
  კასტრული მღვიმეებით მდიდარია რაჭაც. უშოლთის,ციხის,შარეულის,ცხრაჯვარის და სხვა მღვიმეებისაგან გამოირჩვა სხვავას საყინულე,რომელიც არის ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუა სხვავის (ამბროლაურის რნ) სამხრეთით (4კმ-ზე) ზ.დ 1310 მ-ზე.გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. საყინულეში არის საუკუნული ყინულის სვეტები,კასკადები. ჰაერის ტემპერატურა მთლი წლის განმავლობაში 0 c-ზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობს. ადგილობრივი მოსახლეობა,სამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.




Комментариев нет:

Отправить комментарий